Home
Category
TV Live Menu

ამერიკის საელჩო ახალგაზრდა მეწარმეებისა და ლიდერებისთვის გაცვლით პროგრამას აცხადებს

587f494e4f005
BM.GE
18.01.17 14:52
1094
ამერიკის საელჩო ახალგაზრდა მეწარმეებისა და ლიდერებისთვის გაცვლით პროგრამას აცხადებს. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები იმოგზაურებენ აშშ-სა და ევროპაში ახალი გამოცდილებისა და უნარების შესაძენად.

პროგრამა YTILI დაფინანსებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.

აპლიკაციის შესავსებად ბოლო ვადა 9 თებერვალია. პროგრამაში მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან 100-მდე მონაწილე მიიღებს. პროგრამაში მონაწილეობა 24-დან 35 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ.

საპლიკაციო ფორმის და დამატებითი ინფორმაციის სანახავად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს

Subscribe to our news

Get the main news of the day