ამერიკის სავაჭრო პალატა უცხოელებზე მიწის მიყიდვასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ჩანაწერს მკვეთრად ეწინააღმდეგება. ამის შესახებ "საქმის კურსს" პალატის ხელმძღვანელმა მაიკლ ქოვგილმა განუცხადა.
"ჩვენ გვყავს ბევრი წევრი, რომლებიც ფლობენ მიწას სრულად ან ნაწილობრივ და ამიტომ, ისინი საკუთარ სამომავლო ინვესტიციებს შეაჩერებენ. სასოფლო სამეურეო მიმართულებას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ამ ქვეყანაში. ამიტომ, ვფიქრობ, ამ აკრძალვას ცუდი გავლენა ექნება ქვეყანაზე და ეს არის ცუდი გზავნილი არამხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ფულის ჩადება სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით სურთ, არამედ ყველა სხვა ინვესტორისთვისაც",- აცხადებს მაიკლ ქოვგილი.
როგორც პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განცხადა, კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება არ იქნება შესაძლებელი იმ პირზე, ვისაც არ გააჩნია საქართველოს მოქალაქეობა