Home
Category
TV Live Menu

ამერიკის შეერთებულ შტატებს 2020 წლისთვის 3 მილიონზე მეტი ახალი მილიონერი ეყოლება

583560587b041
BM.GE
23.11.16 13:22
1073
მიუხედავად ანაზღაურების მოკრძალებული ზრდისა და ახალგაზრდა ამერიკელების დასაქმების პერსპექტივის შემცირებისა, ამერიკის შეერთებული შტატები უფრო მეტად ითვლება მილიონრების ქვეყნად, ვიდრე სხვა ნებისმიერი ქვეყანა, -Boston Consulting Group-ის ანგარიშზე დაყრდნობით, წერს Insider.

კვლევითი ორგანიზაციის მონაცემებით, ამერიკელების რაოდენობა, რომელთა ქონებრივი მდგომარეობა მილიონ დოლარს აღემატება, უახლოეს წლებში გაიზრდება და საშუალოდ დღეში 1700 ადამიანს შეადგენს. ანგარიშის მიხედვით, 2020 წლისთვის ამერიკელ მილიონრების რიგებს სავარაუდოდ 3.1 მილიონი ახალ წევრი შეემატება.
ახლა ამერიკაში 8 მილიონი ოჯახია, რომელთა ქონება 1 მილიონ აშშ დოლარს აღემატება. მილიონერთა რაოდენობის ზრდის დაჩქარება ძირითადად მათი მემკვიდრეობის რიცხვის ზრდით არის გამოწვეული.

Subscribe to our news

Get the main news of the day