ამერიკის შეერთებულ შტატებში, 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ.
ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, დაკავებულებს შორის არიან ქართული და რუსული კრიმინალური დაჯგუფებების ე.წ. „კანონიერი ქურდები“. მათ ბრალი ედებათ საბუთების გაყალბებაში, თაღლითობაში, ნარკოდანაშაულში, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარებასა და ქურდობაში.
ჯამში 33 პირია დაკავებული.
„ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულები მოიცავს მკვლელობას, ძარცვას, ჰაკერულ შეტევებს კაზინოს აპარატებზე. FBI-ის, CBP-ის და NYPD-ის ეფექტური მუშაობის შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის დაკავება შევძელით“, - განაცხადა მანჰეტენის პროკურორმა .