Home
Category
TV Live Menu

ამერიკის შეერთებული შტატები სავიზო მოთხოვნებს ამკაცრებს

592fd504e68c8
BM.GE
01.06.17 12:44
1008
ამერიკის შეერთებული შტატები სავიზო მოთხოვნებს ამკაცრებს. Reuters წერს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ახალი წესებით, სავიზო განაცხადი მოიცავს სოციალურ ქსელების მისამართსაც, ასევე პირის ბიოგრაფიულ მონაცემებს ბოლო 15 წლის განმავლობაში.

ახალი წესების შემოღებას ქვეყანაში აკრიტიკებდნენ სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები. ისინი მიუთითებდნენ, რომ სავიზო განაცხადში ჩაწერილი ახალი კითხვები ქვეყანაში საერთაშორისო სტუდენტების ჩასვლას შეაფერხებს.

ამასთან, საელჩოს წარმომადგენლებს სავიზო აპლიკაციაში მოცემული ინფორმაციის გარდა, ვიზის მიღების მსურველისთვის დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნაც შეეძლებათ, ასეთის საჭიროების შემთხვევაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day