ამერიკის შეერთებული შტატები რუსული სანქცირებული კომპანიების სიას აფართოებს, BBC-ის ინფორმაციით, ამერიკამ სანქციები დამატებით 81 რუსულ კომპანიას დაუწესა. საქნციების გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან შედის. აღნიშნული 81 კომპანიიდან 50-ზე მეტი „გაზპრომის“ დაქვემდებარებაშია. სანქციები შეეხოთ სამშენებლო კომპანიებსაც.
შედეგად, სიაში მოხვედრილ ყველა კომპანიას აშშ-სთან სავაჭრო შეზღუდვები დაეკისრება.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სანქციები უკრაინაში განხორციელებული ქმედებების გამო, 2 წლის წინ დაუწესა.