Home
Category
TV Live Menu

ამერიკის ხელისუფლება 6 ფარმაცევტულ კომპანიას კარტელურ გარიგებაში ადანაშაულებს

5853e05163d30
BM.GE
16.12.16 16:36
1019
ამერიკის ხელისუფლებამ ექვსი ფარმაცევტული კომპანია ფასების შეთანხმებაში ამხილა. საუბარია ამერიკულ, ინდურ და ავსტრალიურ კომპანიებზე. BBC-ის ინფორმაციით, კომპანიებს ადანაშაულებენ, რომ მათ გაზარდეს ფასი ერთ-ერთ ანტიბიოტიკსა და დიაბეტისთვის საჭირო მედიკამენტზე. აღნიშნულთან დაკავშირებით საქმე ამერიკის 20 შტატში უკვე აღიძრა.

საქმე აღძრულია ამერიკული კომპანიების: Mylan, Heritage Pharmaceuticals, Teva Pharmaceutical USA და Citron Pharma-ს წინააღმდეგ, ასევე ინდური Aurobindo Pharma-სა და Australia's Mayne Pharmaceuticals-ის წინააღმდეგ.

კომპანიებმა Mylan, Teva და Aurobindo უკვე უარყვეს ბრალდებები.

Subscribe to our news

Get the main news of the day