Home
Category
TV Live Menu

ამერიკულ ლატარიაში 435 მილიონი დოლარი გათამაშდა

58b93a3b40690
BM.GE
03.03.17 13:40
1046
ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ლატარიაში Powerball 435 მილიონი დოლარი გათამაშდა. აღნიშნული ოდენობის ჯეკპოტის ლატარიის ბილეთი ინდიანას შტატის ერთ-ერთ რაიონში გაიყიდა.

The Washington Post-ის ინფორმაციით, ლატარიის ბილეთის მფლობელზე ინფორმაცია ჯერჯერობით ცნობილი არ ხმაურდება. გამარჯვებულს მოგებული თანხის მიღება 180 დღის განმავლობაში შეუძლია.

"გამარჯვებულს ამჯერად თანხის გაყოფა არავისთან არ მოუწევს, რადგან იგი ერთადერთი აღმოჩნდა", -აცხადებს გათამაშების წარმომადგენელი.

ამერიკული Powerball - ლატარიის ბილეთები აშშ-ის 44 შტატში, კოლუმბიის ოლქში, პუერტო რიკოში და ვირჯინიის კუნძულებზე იყიდება.


Subscribe to our news

Get the main news of the day