Home
Category
TV Live Menu

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer 14 მილიარდ დოლარად Medivation შეძენას აპირებს

57baca9c35f5d
BM.GE
22.08.16 13:45
1270
ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer კალიფორნიული სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების მწარმოებელი, ბიოტექნოლოგიური კომპანია Medivation-ის შეძენას აპირებს. The Financial Times-ის ინფორმაციით, ფარმაცევტულმა კომპანიამ Medivation-ს 14 მილიარდ დოლარზე მეტი შესთავაზა და გარიგება შესაძლოა დღეს შედგეს.
გარდა კომპანია Pfizer-ისა, ბიოტექნოლოგიური მწარმოებელი Medivation-ის შეძენისთვის კიდევ რამდენიმე მსხვილი კომპანია იბრძოდა. მათ შორის Celgene, Gilead Sciences და Merck. ამავე დროს, მიმდინარე წლის აპრილში ფრანგულმა ცნობილმა კომპანიამ Sanofi კალიფორნიულ Medivation-ს მისი ბიზნესის შესასყიდად 9.3 მილიარდი დოლარი შესთავაზა.

Medivation-ის წარმოებულ სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტის გაყიდვებს კომპანიისთვის წელიწადში 2 მილიარდი დოლარი მოაქვს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული თანხა შესაძლოა ორჯერ გაიზარდოს.

Subscribe to our news

Get the main news of the day