ამერიკული მანქანა Hennessey Venom GT Spyder-ი მსოფლიოს ყველაზე სწრაფ ავტომობილად დასახელდა. მან 428 კმ/სთ სიჩქარე დააფიქსირა და წინა რეკორდს 17 კმ/სთ სიჩქარით გადაუსწრო. ეს ავტომობილი V8 ძრავაზე მუშაობს. ძრავას 1500 ცხენის ძალა აქვს რაც დაახლოებით 8 Toyota Camry-ის ძალას უდრის. ავტომობილი 0-დან 100 კმ/სთ-მდე სიჩქარეს 2,4 წამში ავითარებს. უნიკალური მონაცემებიდან გამომდინარე, მანქანის ფასი ძალიან დიდია და 1,3 მილიონ დოლარს შეადგენს.
IHUB Tbilisi