Home
Category
TV Live Menu

ამერიკულმა Dow Jones-ის ინდექსმა 119 წლის მანძილზე ყველაზე დიდი ვარდნა განიცადა

568fad04e9e8e
BM.GE
08.01.16 16:32
1246
აშშ-ის საფონდო ბირჟაზე Dow Jones-ის ინდექსი რეკორდულ მინიმუმდე ჩამოვიდა. ინდექსი 5 პროცენტით დაეცა,-იტყობინება CNN-ი. ინდექსმა 119 პუნქტი დაკარგა, რაც 1897 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. თავის ისტორიაში ეს ოთხდღიანი ვარდნა ყველაზე რთული იყო, - აღნიშნავს კომპანია FactSet-ი.

აშშ-ის უმსხვილესი რეგიონალური საფონდო ბირჟის კრახს გამოეხმაურა აშშ-ის საინვესტიციო-საკონსულტაციო ფირმის Yarden Research-ის ხელმძღვანელმა ედ იარდენიმ. "ინვესტორებმა ეს წელი პანიკური მდგომარეობით დაიწყეს", - განაცხადა მან.

ექსპერტები აშშ-ის საფონდო ბირჟის კრახსა და მოსალოდნელ კრიზისს ჩინეთს უკავშირებენ. 2016 წლის დასაწყისში ჩინეთის საფონდო ბირჟების ვარდნის გამო, სახელმწიფომ ვაჭრობა ორჯერ დროებით შეაჩერა.

Subscribe to our news

Get the main news of the day