ამიერკავკასიაში პირველმა სუპის საწარმომ "სუპინო" მუშაობა შეაჩერა. ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ თავად კომპანიაში განუცხადეს.
შესაბამისი გადაწყვეტილება მწარმოებლებმა გახსნიდან რამდენიმე თვეში მიიღეს. ქარხანა იანვარში გაიხსნა და მაისში დაიხურა.
კომპანიის წარმომადგენელი სოფო ბეგლარიშვილი "ბინესკონტრაქტთან" არ აკონკრეტებს, რის გამო დაიხურა ქარხანა. თუმცა, აცხადებს, რომ მუშაობის განახლება ისევ იგეგმება.
კომპანია ერთჯერადი სუპის სამ სახეობას აწარმოებდა და პროდუქციის მეზობელ ქვეყნებში, ექსპორტზე გატანასაც გეგმავდა.