ამიერკავკასიაში ხორცპროდუქტების ყველაზე დიდი საწარმო, რომელსაც ხორცპროდუქტების მწარმოებელი "ლიდერფუდი" აშენებს, ოქტომბრის პირველ ნახევარში გაიხსნება. ამის შესახებ "საქმის კურსს" კომპანიაში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, საწარმო მზად ზაფხულისთვის იქნება, თუმცა, კომპანიას სურს, რომ მთლიანად ოფისი გადავიდეს მცხეთაში და საწარმო ექსპლუატაციაში ამის შემდეგ შევიდეს.
მცხეთაში ახალი საწარმოს ამოქმედების შემდეგ "ლიდერფუდი" ასორტიმენტის გაზრდასა და ახალი მიმართულებების დამატებას აპირებს. იგეგმება, რომ საწარმო ნახევარფაბრიკატების - პილმენისა და ხინკლის - დამატებას აპირებს.
პროექტში სრულად 5 მილიონი დოლარი დაიხარჯება, საიდანაც 2 მილიონი დოლარი სახლმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსებაა.