Home
Category
TV Live Menu

ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი თბილისში გაიხსნება

59cb7224816a2
BM.GE
27.09.17 13:34
1208
ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი, "ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზა" 30 სექტემბრის 15:00 საათიდან იწყებს ოპერირებას. 12 საათზე კი ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

თბილისის ზღვის პლაზის ფართობი 110 ათასი კვადრატული მეტრია. შენობა საქართველოში ყველაზე თანამედროვე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით არის აჭღურვილი. პლაზის მომხმარებელს დახვდება 400-მდე მაღაზია და ყველაზე კომფორტულიგარემო შოპინგისათვის, სადაც "ერთი გაჩერების პრინციპით" შეეძლება ყველა სასურველი ნივთის შეძენა. სავაჭრო ობიექტებიდატვირთულია ისეთი სხვადასხვა სახეობის პროდუქციით, როგორებიცაა:

ტანსაცმელი, ჩანთები და ჩემოდნები, საკვები, ავეჯი,სამშენებლო მასალები, განათება, საბავშვო სათამაშოები, ჰიგიენური საშუალებები, ავტომანქანის ნაწილები და სხვა. თბილისისზღვის პლაზაში ასევე განთავსდება კვების ობიექტები, ბანკები და სხვა დაწესებულებები. თბილისის ზღვის პლაზა გამოირჩევაძალიან კარგად მოწყობილი ინფრასტრუქტურით, უმაღლესი ხარისხის აპარატურითა და გათბობისა და კონდიცირების სისტემებით, პროფესიონალური დაცვისა და დასუფთავების სისტემებით, საქართველოში ყველაზე სრულყოფილი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით და სხვა.

30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს თბილისის ზღვის პლაზა მომხმარებლებს საინტერესო აქციებსა და სიურპრიზებს სთავაზობს. მხოლოდ თბილისის ზღვის პლაზის მომხმარებლებს ექნებათ საშუალება ჩაერთონ გრანდიოზულ ქეშბექ აქციაში, დახარჯონ მინიმუმ 50 ლარი და დაიბრუნონ გარანტირებული თანხა 200 ლარამდე. გარდა ამისა, ითვალისწინებს რა პლაზის ადგილმდებარეობას, ჰუალინგ ჯგუფი ყველა მომხმარებელს კომფორტული ტაქსებით მგზავრობის შესაძლებლობას სთავაზობს. ნებისმიერი მომხმარებელი, ვინც 30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს დარეკავს ნომერზე: 2 900 009, შეძლებს იბერის ტაქსებით სრულიად უფასოდ იმგზავროს თბილისის ზღვის პლაზამდე. გარდა ამისა, გახსნის დღეებში სამგორის მეტროდან და დადიანზე მდებარე ავტოსადგურიდან თბილისის ზღვამდე წრიულად იმოძრავებს ავტობუსები, რომლებიც ასევე სრულიად უფასოდ მოემსახურებიან ჩვენს მომხმარებლებს. თბილისის ზღვის პლაზა არც თავის პატარა მომხმარებლებს არ ივიწყებს. სპეციალურად ბავშვებისთვის თბილისის ზღვის პლაზა 30 სექტემბერს გრანდიოზულ გასართობ ღონისძიებას გამართავს. ბავშვებს სხვადასხვა თემატიკით დატვირთული ექვსი გასართობი ზონა დახვდებათ.

Subscribe to our news

Get the main news of the day