Home
Category
TV Live Menu

ანაკლიის განვითარების კონსორციუმს მიწის 20 ნაკვეთი გადაეცა

59798ccff1ca7
BM.GE
27.07.17 10:48
917
ანაკლიის განვითარების კონსორციუმს სამეგრელოში მიწის 20 ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადაეცა. კონსორციუმს მიწის ნაკვეთები აღნაგობის უფლებით, ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის (BOT) შესახებ საინვესტიციო ხელშეკრულების მოქმედების ვადით გადაეცა, რაც 49 წელს მოიცავს.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკონტეინერო ტერმინალი 2020 წელს გაიხსნება. ამ დროისთვის, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ უკვე დაასრულა წინასამშენებლო კვლევები და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტზე მუშაობა. პორტის სამშენებლო სამუშაოები ანაკლიაში 2017 წლის მეორე ნახევარში დაიწყება.

Subscribe to our news

Get the main news of the day