Home
Category
TV Live Menu

"ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პირველ გემს 2020 წლის ბოლოს მიიღებს"

594122e3e3d8d
სალომე მეცხვარიშვილი
14.06.17 17:16
987
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პირველ გემს 2020 წლის ბოლოს მიიღებს, - ამის შესახებ "საქმის კურსს" "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გარემოსდაცვის, ჯანმრთელობის და შრომის უსაფრთხოების მენეჯერმა სოფიო ბერიშვილმა განუცხადა.

"ვვარაუდობთ, რომ პირველი ფაზის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყება 2017 წლის მეორე ნახევრიდან. ასეა განსაზღვრული, რომ პირველი გემი პორტში უნდა შემოვიდეს 2020 წლის ბოლოს",- აცხადებს სოფიო ბერიშვილი.

მისი თქმით, ამ ეტაპზე კომპანიას მომზადებული აქვს გარემოზე ზემოქმედების შეფასება, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროშია გადაგზავნილი. მომდევნო ეტაპი საჯარო განხილვები იქნება, რომლის ჩატარებასაც კომპანია 1-2- აგვისტოს ზუგდიდსა და ანაკლიაში გეგმავს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ საჯარო განხილვებში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს თუ ორგანიზაციას შეეძლება.

ყველა პროცედურის გავლის შემდეგ კომპანიას მშენებლობის ნებართვას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მისცემს. ანაკლიის პორტის პირველი ფაზის მშენებლობა 110 ჰა-ზე ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს. პროექტის ამ ნაწილის დასრულების შედეგ პორტი 8 მილიონ ტონა ტვირთს მოემსახურება

Subscribe to our news

Get the main news of the day