Home
Category
TV Live Menu

ანაკლიის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კერძო საკუთრების აღწერა დასრულდა

570b4c2807889
BM.GE
11.04.16 11:01
1584
ანაკლიის პორტის მშენებელი კონსორციუმის ქვეკონტრაქტორმა კომპანია "გეოგრაფიკმა" იმ მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების აღწერა დაასრულა, რომლებიც პორტის და მისი ინფრასტრუქტურის ფარგლებში ექცევა. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა, "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას განაცხადა, ჯამში 985-მდე ობიექტის აღწერა მოხდა. აქედან ნაწილი მიწის ნაკვეთია, ნაწილი კი საცხოვრებელი სახლი. როგორც კომპანიაში განმარტავენ, მესაკუთრეებთან კომპანია ინდივიდუალურ მიდგომას გამოიყენებს და მათ შესაბამისი კომპენსაცია ექნებათ.
 
შეგახსენებთ, რომ ანაკლიის პორტის ტნდერში "თიბისი ჰოლდინგისა" და ამერიკული Conti International-ის კონსორციუმმა გაიმარჯვა. "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" მშენებლობას მიმდინარე წელს დაიწყებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day