ანაკლიის პორტის მშენებლობა დეკემბერში დაიწყება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, სწორედ ინფრასტრუქტურის სამინისტრო იქნება უწყება, რომელიც მონიტორინგს გაუწევს მშენებლობას.
"ამ პორტის აშენება ჩვენ საშუალებას მიგვცემს, მთლიანად გამოვიყენოთ ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი. ამ პორტის გარეშე ჩვენ ალბათ 80%-ს ვერ ავითვისებთ, რაც გაგვაჩნია ქვეყანაში. პორტის მშენებლობა მიმდინარეობს წარმატებით. დასრულდა ერთი ეტაპი. ეკონომიკის სამინისტრომ საკმაოდ ბევრი იმუშავა და კარგად იმუშავა და მივედით იქამდე, რომ უკვე იწყება მშენებლობა დეკემბრის ბოლოს. აქედან გამომდინარე ეკონომიკის სამინისტრო და მთავრობა ჩართულია ამ პროცესში, რადგან ეს არის საჯარო-კერძო პარტნიორობა. ერთი ეტაპი, იურიდიული ნაწილი, დავასრულეთ. ვიწყებთ მშენებლობას. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინსტროს გადმოეცა ეს პროექტი. ჩვენ გავუწევთ მონიტორინგს მშენებლობის ფაზას. პროექტი მიმდინარეობს წარმატებით", - განაცხადა ალავიძემ.
მისივე ინფორმაციით, პორტამდე უნდა აშენდეს გზა და რკინიგზა, რომლის საპროექტო სამუშაოები მალე დაიწყება.
" რკინიგზა და გზა უნდა მივიდეს პორტამდე. ეს პროექტიც ავალია ინფრასტრუქტუს სამინისტროს. უახლოს პერიოდში დავიწყებთ დაპროექტებას და როგორც კი მზად იქნება, დავიწყებთ განხორციელებას",- განაცხადა მინისტრმა