Home
Category
TV Live Menu

ანაკლიის პორტის პროექტის ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირებზე საკომპენსაციო თანხებს საპარტნიორო ფონდი გადაიხდის

58d4b763ea841
BM.GE
24.03.17 10:06
903
ანაკლიის პორტის მშენებლობის ფარგლებში ანაკლიის ტერიტორიაზე პროექტის ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირებზე შესაბამისი კომპენსაციისთვის 96 000 000 ლარი გამოიყოფა. მთავრობის განკარგულებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილი ასიგნებებიდან სს "საპარტნიორო ფონდის" კაპიტალი უნდა გაიზარდოს 96 000 000 ლარით.

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უნდა უზრუნველყოს სს „საპარტნიორო ფონდის“ კაპიტალში ფულადი შენატანის განხორციელება ეტაპობრივად, 5 მილიონი ლარის ოდენობის ტრანშებად, ხოლო ყოველი მომდევნო შენატანი ამავე ოდენობით განახორციელოს წინა ტრანშით განსაზღვრული თანხის არანაკლებ 90%-ის ათვისების შემდგომ.

"სს „საპარტნიორო ფონდმა“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, უზრუნველყოს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, განვითარებისა და ოპერირების პროექტის მიზნებისათვის ანაკლიაში პროექტის ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირებზე შესაბამისი საკომპენსაციო თანხების გადახდა“, - ვკითხულობთ მთავრობის განკარგულებაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day