Home
Category
TV Live Menu

ანაკლიის პორტის პროექტში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე სახელმწიფო ვეტოს უფლებით ისარგებლებს

584a807b86f15
ელენე გოგბერაშვილი
09.12.16 13:55
974
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" სახელმწიფოს ოქროს აქცია გადასცა, რაც მნიშვნელოვან საკითხებში სახელმწიფოს უფლებას მისცემს ვეტო გამოიყენოს. როგორც "თი ბი სი ჯგუფის’’ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ "ბიზნესკონტრაქტს" განუცხადა, ეს ეხება მომავალში ინვესტორების წარმოშობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს და კომპანიების საფონდო ბირჟაზე გატანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს, რაც კომპანიის მდგომარეობას რადიკალურად შეცვლის.

როგორც ხაზარძე განმარტავს, სახელმწიფო პროექტში ინვესტიციით არ შედის, არამედ ახდენს მიწების გამოსყიდვას კერძო მოსახლეობისგან.

"სახელმწიფო აკეთებს ინვესტიციას პორტის საზღვრამდე რკინიგზის და საგზაო მაგისტრალის მშენებლობაში", - აცხადებს ხაზარაძე.

ამასთან, სახელმწიფოს გამოყოფილი აქვს 100 მილიონი დოლარის გრძელვადიანი საკრედიტო ხაზი, რითაც შეუძლია პროექტში მიიღოს მონაწილეობა.

"ეს იქნება იმაზე ძვირი საკრედიტო რესურსი, ვიდრე კომპანია აიღებს საერთაშორისო ბაზარზე. ამის გამოყენება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ინვესტორი მოითხოვს სახელმწიფოს თანამონაწილოებას პროექტში რისკის თვალსაზრისით. ეს არ იქნება ინვესტიცია, ეს იქნება კრედიტი. ჩვენ ამ კრედიტს ან გამოვიყენებთ ან არა, მაგრამ კარგი განაცხადია ინვესტორებისთვის, რომ სახელმწიფო მზადაა 600 მილიონ დოლარში მიიღოს მონაწილეობა საკრედიტო რესურსით, თუ ამის საჭიროება დადგა", - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

Subscribe to our news

Get the main news of the day