Home
Category
TV Live Menu

ანაკლიის პორტთან მისასვლელი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა, სავარაუდოდ 2017 წლის მეორე ნახევარში დაიწყება

57565d1fdacbf
დავით ჯალაღონია
07.06.16 09:33
1100
ანაკლიის პორტთან მისასვლელი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა, სავარაუდოდ 2017 წლის მეორე ნახევარში დაიწყება. როგორც საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა "ბიზნესკონტაქტს“ განუცხადა, ამ ეტაპზე ანაკლიის პორტის დიზაინის პროექტირება მიმდინარეობს და ამ პროცესის დასრულების შემდეგ საქართველოს რკინიგზისთვის ცნობილი იქნება ის ნიშნულები სადაც ახალი სარკინიგზო ხაზი გაივლის.
 
"ჩვენი აზრით, თუ პორტის დიზაინი მომავალი წლის პირველ კვარტალში დასრულდება, ჩვენ მესამე კვარტალში ან მეორე კვარტლის ბოლოს მშენებლობას დავიწყებთ“, - აღნიშნა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ სარკინიგზო ხაზის სიგრძე 22 კილომეტრი იქნება და მისი მშენებლობა საქართველოს რკინიგზის სახსრებით განხორციელდება, რომლის დაზუსტება მიმდინარეობს.

Subscribe to our news

Get the main news of the day