Home
Category
TV Live Menu

ანაკლიის თიზ-ში შესასვლელად 100-მდე საერთაშორისო კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები

5980968bbafe5
ელენე გოგბერაშვილი
01.08.17 19:00
983
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ანაკლიაში სპეციალური ეკონომიკური ზონის და ქალაქი ანაკლიის მშენებლობას ითვალისწინებს. "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი’’ 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტის პირველი ფაზის დასრულებას და ეკონომიკური ზონის ექსპლუატაციაში გაშვებას 2020-2021 წლისთვის გეგმავს. როგორც "ანაკლია სითის" ხელმძღვანელი, ქეთი ბოჭორიშვილი "საქმის კურსთან’’ აცხადებს, უახლოეს დღეებში კონსორციუმი ეკონომიკური ზონის ოპერატორის გამოსავლენად საერთაშორისო კონკურსს გამოაცხადებს.

პარალელურად მოლაპარაკებებს აწარმოებენ ათობით პოტენციურ ინვესტორთან, რომლებმაც შესაძლოა ანაკლიის ეკონომიკურ ზონაშიოპერირება დაიწყონ.

"ამ ეტაპზე ჩვენი სურვილია, შემოვიყვანოთ საერთაშორისო ოპერატორი, რომელიც მართავს ინდუსტრიულ ზონას. ველაპარაკებით 100-მდე საერთშორისო წამყვან კომპანიას, წარმოების, ლოჯისტიკური ცენტრებისა და სასაწყობე მეურნეობების მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო კომპანიებმა ანაკლიაში ლოჯისტიკური ცენტრების და შემდეგ წარმოების მიმართულებით დაიწყონ გააქტიურება. ჩვენი გეგმაა, 2020-2021 წლებში, როცა პორტი პირველ გემებს მიიღებს, აქ უკვე ინდუსტრიული ზონის პირველი ფაზა იყოს დასრულებული და მინიმუმ 10 კომპანია უკვე ფუნქციონირებდეს", - განუცხადა ქეთი ბოჭორიშვილმა ,,საქმის კურსს’’.

Subscribe to our news

Get the main news of the day