Home
Category
TV Live Menu

ანაკლიის თიზ-ში შესვლით ცენტრალური აზიისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ინტერესდებიან

58501507cbde7
ელენე გოგბერაშვილი
13.12.16 19:31
984
ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების პარალელურად ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ანაკლიაში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მოწყობასაც გეგმავს. როგორც კონსორციუმის ხელმძღვანელმა "ბიზნესკონტრაქტს" განუცხადა, ანაკლიის თიზ-ი 600 ჰექტარზე განთავსდება და მასში მსუბუქი მრეწველობის საწარმოები განთავსდება.

"მძიმე მრეწველობა არ იქნება ნამდვილად. თიზი დაყოფილი იქნება სექტორებად და მოიცავს სხვადასხვა მიმართულებებს, როგორც საფინანსო, ისე უძრავი ქონება, ასევე არის მსუბუქი მრეწველობა და სხვა წარმოებაც, მაგრამ მსუბუქი", - აცხადებს ლევან ახვლედიანი.

"გვაქვს ინტერესი ცენტრალური აზიისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან კლიენეტების მხრიდან, რომელებიც გვიკავშირდებიან და გვეკითხებიან რა მდგომარეობაშია თიზი და როდის დავიწყებთ მუშაობას. ქარხნებზე და ბიზნესებზეა საუბარი, რომელებიც დაინტერესებულნი არიან გამოიყენონ თავისუაფლი ვაჭრობის ხელშეკრულება, რაც გვაქვს ევროკავშირთან’’-განმარტავს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ხელძღვანელი "ბიზნესკონტრაქტთან".

ანაკლიის თიზ-ის გახსნა, ისევე როგორც პორტის ფუნქციონირების დაწყება 2020 წლისთვის არის დაგეგმილი. პროექტის ჯამური ღირებულება 2,5 მილიარდი დოლარია.

Subscribe to our news

Get the main news of the day