Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#ანალიტიკა - გაძვირების ტალღა

BM.GE
18.03.22 18:17
292
გაძვირების ტალღა, რაც ყველა პროგნოზში პირველი რისკია, რაზეც ყველა კვლევითი ორგანიზაცია თუ საინვესტიციო ბანკი თანხმდება, როგორც ჩანს საქართველოშიც ძალას იკრებს. თვითღირებულების ზრდაზე საუბრობს პრაქტიკულად ყველა სექტორი, რომელიც გარკვეული ხარისხით რუსეთის ბაზართანაა დაკავშირებული. მაგალითად, მეფრინველეობის ასოციაცია ამბობს, რომ კვერცხის და ფრინველის ხორცის თვითღრებულება უახლოეს მომავალში 30-35%-ით გაიზრდება, რაც ფასების შენარჩუნებას შეუძლებელს გახდის. იგივე ეხება რძესაც. დღეს საქმიანი დილა-ს ეთერში ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა თქვა, რომ გასულ წელთან შედარებით, დღეს რძის პროდუქტების ფასი 15%-ით არის გაზრდილი, თუმცა შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მომდევნო 3-4 თვის განმავლობაში ფასი კვლავ მოიმატებს. 

ასევე, მაგალითად, შპს "ჯი არ სი" (GRC)-მ გვითხრა, რომ ლითონის რულონები და შავი ლითონის სხვადასხვა მზა ნაწარმიც გაძვირდება, რადგან კომპანია ამ შემთხვევაში უკრაინის ბაზარზეა დამოკიდებული და პუტინის ომის გამო, ლოგისტიკური ჯაჭვები მორღვეულია. კიდევ ერთი სექტორი ავეჯის სექტორია - აქაც 20-30%-იანი ზრდაა მოსალოდნელი და აქ მთავარი მიზეზი ხე-ტყის ექსპორტზე რუსეთის მხრიდან დაწესებული შეზღუდვებია, რომლებიც საქართველოს მაინც შეეხო - მიუხედავად იმისა, რომ თავის არამეგობრული ქვეყნების შავ სიაში ჩვენი ქვეყანა არ შეიყვანა.

Subscribe to our news

Get the main news of the day