Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#ანალიტიკა: საერთაშორისო სანქციები და საქართველო - აღქმები და ფაქტები

BM.GE
09.06.23 12:58
93
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორმა, ჯეიმს ო’ბრაიანმა Politico-ს მიერ გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე რუსეთზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლის რისკებზე ისაუბრა. მისი თქმით, თუკი 2022 წლის პირველ ნახევარში რუსეთისთვის დიდი შვიდეულის მიერ დაწესებული სანქციები განსაკუთრებულად მძიმე იყო, წლის მეორე ნახევარში გაჩნდა შემთხვევები, როდესაც მიკროჩიპები, მიკროსქემები და სხვა ელექტროტექნიკა, რუსეთის ფედერაციაში მესამე ქვეყნების გავლით ხვდება. ამ მხრივ ო'ბრაიანმა პრობლემურად რამდენიმე ქვეყანა მოიხსენია, მათ შორის საქართველოც. პანელის მოდერატორის კითხვაზე პასუხისას კი, ო’ბრაიანმა დასძინა, რომ სწორედ ეს არის ის რისკები, რომელთა გამოც ის ვიზიტებს საქართველოში, ყაზახეთსა და სომხეთშიც მართავს.

სტუმარი: გიორგი გოგუაძე - საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის გამგეობის წევრი;

#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად;

Subscribe to our news

Get the main news of the day