Home
Category
TV Live Menu

ანტიდემპინგური კანონის მიღებაზე პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე იმსჯელებს

56b9da37d2f97
დავით ჯალაღონია
09.02.16 16:21
2642
ანტიდემპინგური ღონისძიებების გასატარებლად კანონპროექტს პარლამენტი მიმდინარე საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს.
 
ამის შესახებ "ბიზნესკონტაქტს" პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თემურ მაისურაძემ განუცხადა. დეპუტატის ინფორმაციით, უშუალოდ კანონპროექტზე მუშაობა დასრულდა.
 
"ახლა იმ დოკუმენტების ნუსხის შექმნა მიმდინარეობს, რომელიც მეწარმეებმა საჭიროების შემთხვევაში კონკურენციის სააგენტოში უნდა წარადგინონ - ანუ, რა დოკუმენტაცია არის საჭირო იმისთვის, რომ საეჭვოდ ჩაითვალოს ფასი და ითქვას, რომ ადგილი აქვს დემპინგს", - განაცხადა მაისურაძემ და დასძინა, რომ კანონის მიხედვით, კონკურენციის სააგენტო გადაწყვეტს, იქნება თუ არა ამა თუ იმ პროდუქტზე ფასი დემპინგური.

Subscribe to our news

Get the main news of the day