Home
Category
TV Live Menu

ანზორ მელიამ და მისმა კლინიკამ ევროპის ბიზნესასამბლეის ჯილდო მიიღო

5809cf26c4459
BM.GE
21.10.16 13:06
1117
ევროპის ბიზნესასამბლეამ კლინიკა „გული“ და მისი დამფუძნებელი ანზორ მელია დააჯილდოვა. კლინიკა ევრაზიის საუკეთესო კლინიკების სამეულში მოხვდა, ანზორ მელიას კი წლის საუკეთესო მენეჯერის ჯილდო გადაეცა.

როგორც ანზორ მელიამ „ბიზნესკონტრაქტთან“ განაცხადა, დაჯილდოებაში მონაწილეობისთვის კლინიკას არანარი დოკუმენტი წინასწარ არ წარუდგენია და არსად დარეგისტრირებულა.

"ეს ბიზნესასამბლეა თავად სწავლობს ყველა დაწესებულებას ევროპასა და აზიაში, რომლებმაც მიაღწიეს სწრაფ განვითარებას. 50 ქვეყნის წარმომადგენელი იყო დაჯილდოებაზე და მხოლოდ 3 კლინიკა დაჯილდოვდა- საუკეთესო ჰოსპიტალის წოდებით“,- აცხადებს ანზორ მელია.

მისივე ინფორმაციით, პირველ ადგილზე უკრაინის მრავლაპროფილური საავადმყოფო გავიდა, მეორეზე ქართული კლინიკა „გული“ და მესამე ადგილი ხორვატიის კლინიკას ხვდა წილად.

ევროპის ბიზნესასამბლეის „სოკრატეს“ დაჯილდოება 7 ოქტომბერს საფრანგეთს ქალაქ კანში გაიმართა.

ევროპის ბიზნესასამბლეა 2000 წელს ოქსფორდში შეიქმნა. მისი მთავარი მიზანია ხელი შეუწყობს ინვესტორებსა და კომპანიებს შორის ეკონომიკური კავშირების დამყარებას. ასამბლეა სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს, მათ შორის არის ჯანდაცვა, განათლება,

Subscribe to our news

Get the main news of the day