Home
Category
TV Live Menu

"ანზორ ქოქოლაძის ბრალდების საქმეზე არსებითი განხილვის სასამართლო სხდომა 24 ივლისს დაინიშნა"

5964db80ead28
BM.GE
11.07.17 18:04
808
თბილისის საქალაქო სასამართლო ეხმიანება ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ საქმეზე ჩატარდა არაერთი სასამართლო სხდომა, მათ შორის მოსამართლის გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული პატიმრობა ბრალდებულს შეეცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით გირაოთი, მომდევნო სხდომაზე კი გაუქმდა უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა.

ამჟამად, სასამართლოს ცნობით,  ანზორ ქოქოლაძის ბრალდების საქმეზე არსებითი განხილვის სასამართლო სხდომა დანიშნულია 24 ივლისს.

ანზორ ქოქოლაძე ხელისუფლებას მამუკა ხაზარაძის ლობირებაში ადანაშაულებს

Subscribe to our news

Get the main news of the day