Home
Category
TV Live Menu

"აპელირება უცხოელი ინვესტორებისათვის ხელოვნურად პრობლემების შექმნის თაობაზე სიმართლეს არ შეესაბამება"

5947e4e46710a
BM.GE
19.06.17 18:50
912
თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ერთ-ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ გაავრცელა ინფორმაცია, იმის თაობაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა : გიორგი დარახველიძემ შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ 365 მილიონი ლარით, ხოლო ვლადიმერ კაკაბაძემ კონკრეტული კერძო კომპანიები 150 მილიონი აშშ დოლარით დააჯარიმა.

„სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გიორგი დარახველიძე, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ბრალდების საქმეს არსებითად იხილავს, საქმის წარმოება მიმდინარეა და არავითარი ჯარიმა, კომპანიის მიმართ გამოყენებული არ ყოფილა. ასევე, მიმდინარეა სამოქალაქო საქმის წარმოება „ტერაბანკის“ მიმართ, სადაც საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლოს ჯერ არ მიუღია. რაც შეეხება სამოქალაქო დავას, „ბრითიშ ამერიკან თობაქოსა“ და „ფილიპ მორისის“ მიმართ, საქმეზე მიღებული პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება კომპანიებისათვის ჯარიმების დაკისრების თაობაზე, ზემდგომ ინსტანციაში გაუქმდა. შესაბამისად, აპელირება უცხოელი ინვესტორებისათვის მიზანმიმართულად და ხელოვნურად პრობლემების შექმნის თაობაზე სიმართლეს არ შეესაბამება.

მოვუწოდებთ დაინტერესებულ პირებს, თავი შეიკავონ მოსამართლის საქმიანი რეპუტაციისა და იმიჯის დისკრედიტაციისგან, მცდარი და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებით“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day