ახალი აპლიკაცია VEON -ით სარგებლობა უკვე ქართველი მომხმარებლისთვისაც არის შესაძლებელი.ინფორმაციას "ბილაინი" ავრცელებს, რომელიც საქართველოში VEON-ის ლოკალური პარტნიორია
"მობილური აპლიკაცია VEON არის ციფრული ეკოსისტემა, რომელიც აერთიანებს ყველაფერს, რისი ხილვაც მობილური ინტერნეტის თანამედროვე მომხმარებელს სურს ერთ პლატფორმაზე: ჩეთი, ინტერნეტ ზარები, პოპულარული კონტენტი, რეიტინგული არხები, როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო პარტნიორების ექსკლუზიური შეთავაზებები.
VEON ით სარგებლობა საქართველოში არსებული ყველა მობილური ოპერატორის აბონენტისთვის არის შესაძლებელი. ლოკალური პარტნიორების აბონენტებისთვის აპლიკაცია არ მოიხმარს ინტერნეტს.
საქართველოში VEON-ის ლოკალური პარტნიორია Beeline, რომლის მომხმარებელისთვის მობილურლი სერვისების სამართავად აპლიკაციაში ჩაშენებულია პირადი კაბინეტი.
VEON-ის გადმოწერა და სარგებლობაც უკვე შესაძლებელია IOS და ანდროიდის საოპერაციო სისტემების მქონე მოწყობილობებით.
VEON-ის აპლიკაციის განვითარებასთან ერთად, მომხმარებლები მომავალში კიდევ უფრო მრავალეროვანი სერვისებით სარგებლობას შეძლებენ. ამის უზრუნველსაყოფად, ახალი პარტნიორების შეძენის პარალელურად, აპლიკაციას მუდმივად დაემატება ახალ მომსახურებები; აბონენტები მუდმივად მიიღებენ მათი მოთხოვნის შესაბამის ექსკლუზიურ შეთავაზებებს“,- ნათქვამია "ბილაინის" განცხადებაში.