Apple-მა აპლიკაციების მაღაზიაში App Store ახალი მასშტაბური გეგმა წარმოადგინა , რომელიც გულისხმობს აპლიკაციების გაყიდვას გამოწერის ფუნქციის მიხედვით, განახლების რეჟიმს, განცხადებების გამოქვეყნების სისტემას და სხვა ინოვაციებს. The Wall Street Journal ვარაუდობს, რომ ამ ფორმით, კომპანია ცდილობს შეინარჩუნოს დეველოპერები რომლების Android-სკენ ისწრაფიან. Apple საშუალებას მისცემს დეველოპერებს გაყიდონ აპლიკაციები გამოწერით შეღავათიანი საკომისიოთი. მექანიზმის მიხედვით, Apple შეამცირებს საკომისიოს იმ დეველოპერებისთვის, რომლებიც აპკლიკაციებს ერთ წელზე მეტხანს შეინარჩუნებენ. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ გამოწერა მომხმარებლების მხრიდან წელიწადზე მეტხანს გაგრძელდება Apple საკომისიოს თანხას ორჯერ შეამცირებს 15% მდე.
მეორე მნიშვნელოვანი სიახლე იქნება სარეკლამო განცხადებების გამოქვეყნება საძიებო სისტემაში. დეველოპერები შეძლებენ გადაიხადონ სარეკლამო განთავსებისას და მათი აპლიკაცია პირველი გამოჩნდება ჩამონათვალში.
აპლიკაციების მაღაზია 2008 წელს შეიქმნა. 2015 წელს მაღაზიის გაყიდვებმა 20 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, საიდანაც Apple -ს შემოსავლის წილი 6 მილიარდ დოლარზე მეტი იყო.