Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკი აცხადებს, რომ კორპორაცია სპეციალურ ფონდს შექმნის, სადაც 1 მილიარდი აშშ დოლარი ინვესტიცია განახორციელდება ქვეყანაში სამუშაო ადგილების შესაქმნელად.
CNBC წერს, რომ აღნიშნული ფონდის შესახებ დამატებით ინფორმაციას კუკი არ ამჟღავნებს.
აღნიშნული ფონდის შექმნის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა კორპორაციის მისამართით გაჟღერებული კრიტიკა იყოს, რომელიც Apple-ის პროდუქციის აშშ-ის ფარგლებს გარეთ არსებულ ქარხნებში აწობას ეხება.
CNBC-ის ცნობით, Apple-მა შეერთებულ შტატებში 2 მილიონი სამუშაო ადგილი უკვე შექმნა.