Home
Category
TV Live Menu

Apple დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაზე: ეს არ არის ის პოლიტიკა, რომელსაც მხარს ვუჭერთ

588ddf9acdbec
BM.GE
29.01.17 18:10
1144
კომპანია Apple-ის ხელმძღვანელმა ტიმ კუკმა მის თანამშრომლებს წერილი მისწერა, რომელშიც აკრიტიკებს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას იმიგრანტების მიღების აკრძალვასთან დაკავშირებით. ტიმ კუკი წერილში აღნიშნავს, რომ ეს არ არის ის პოლიტიკა, რომელსაც კომპანია მხარს უჭერს.

"ჩემს საუბრებში ვაშინგტონის ოფიციალურ წარმომადგენლებთან, მკვეთრად დავაფიქსირე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია Apple-სთვის იმიგრაცია. Apple ვერ იარსებებს იმიგრაციის გარეშე.

უკვე მოვისმინე რამდენიმე თქვენგანის აზრი და შეშფოთება იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც 7 მუსლიმური ქვეყნიდან ამერიკაში იმიგრაციას კრძალავს. მე ვიზიარებ ამ შეშფოთებას. ეს არ არის ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ“,- ნათქვამია ტიმ კუკის წერილში.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც აშშ-ში დევნილების მიღებას 120 დღით აჩერებს, სირიელი დევნილების მიღებას კი, განუსაზღვრელი ვადით კრძალავს. აღსანიშნავია, რომ ტრამპის გადაწყვეტილებით განსაკუთრებით ზარალდებიან ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ჩაბმული კომპანიები, როგორებიცაა Microsoft, Facebook, Google, რომლებმაც უკვე გამოხატეს საკუთარი უარყოფითი განწყობა ტრამპის გადაწყვეტილების მიმართ.

Subscribe to our news

Get the main news of the day