Home
Category
TV Live Menu

Apple-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების სიაში ადგილი Google-ს დაუთმო

5896c64f0e347
BM.GE
05.02.17 10:27
951
ამერიკულმა ინტერნეტ კომპანიამ Google ამერიკულ მულტინაციონალურ კორპორაციას Apple გადაუსწრო და საკონსულტაციო კომპანია Brand Finance-ის რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების რეიტინგში პირველი პოზიცია დაიკავა.

გასულ წელს კომპანია Google-ის ღირებულება თითქმის 4-ჯერ გაიზარდა და 109,47 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო ბრენდი Apple-ის ღირებულება 27%-ით 107,141 მილიარდ აშშ დოლარამდე დაეცა.

რეიტინგში მესამე პოზიციაზე საცალო ვაჭრობის ინტერნეტ გიგანტი Amazon.com-ია, რომელიც 106,396 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული (53% -იანი ზრდით).
სატელეკომუნიკაციო კომპანია AT & T-ის ღირებულება 45%-ზე მეტჯერ 87,016 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა და სიის მეოთხე ადგილზე მოხვდა.

მიუხედავად იმისა, რომ კომპიუტერული ტექნოლოგიების კორპორაცია Microsoft-ის ფასი 13%-ით 76,265 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, მას რეიტინგში მეხუთე ადგილი ერგო.
Brand Finance-ის ვერსიით, აღნიშნულ რეიტინგში მეექვსე პოზიციაზე პირველად არის არა ამერიკული კომპანია, არამედ სამხრეთ კორეული მწარმოებელი Samsung Electronics-ი, რომელიც 66,219 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული.

Subscribe to our news

Get the main news of the day