Apple-ს შესაძლოა მილიარდობით ევროს ჯარიმა დაეკისროს. კომპანიის საქმიანობას ირლანდიში ევროკავშირის კონკურენციის უწყება სწავლობს.
სამ წლიანი გამოძიების შემდეგ, გადაწყვეტილება მიმდინარე კვირაში იქნება მიღებული. The Financial Times წერს, რომ კომპანიისთვის დაწესებული ჯარიმა ევროკავშირის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საგადასახადო ჯარიმა იქნება.
ევროკავშირმა, შესაძლოა უკანონოდ სცნოს ის საგადასახადო შეღავათები, რომლითაც კომპანია ირლანდიაში ოპერირებდა.
ევროკავშირმა გასულ წელს მსგავსი ჯარიმა დაუწესა Starbucks-ს, რომელიც ნიდერლანდებში ოპერირების პერიოდს ეხებოდა, მაშინ კომპანიას 30 მილიონ ევრომდე ჯარიმის გადახდა დაუწესდა.