Home
Category
TV Live Menu

Apple ტრამპის გამო, რესპუბლიკელების კონგრესის დაფინანსებაზე უარს ამბობს

57678f69ad77e
BM.GE
20.06.16 10:33
1143
კომპანია Apple-ის ხელმძღვანელობამ კანდიდატი დონალდ ტრამპის გამო, ივლისში აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის კონგრესის დაფინანსებაზე უარი განაცხადა.

როგორც Politico კორპორაციის შეტყობინებაზე დაყრდნობით წერს, Apple-ის ასეთი ნაბიჯის მიზეზი მილიარდერის უმცირესობასა და მიგრანტებზე გაკეთებული განცხადებები გახდა. სხვა კომპანიები, მაგალითად როგორიცაა Facebook, Google და Microsoft ორგანიზაციის ღონისძიებისთვის დახმარების გაწევას განაგრძობენ.

თებერვალში ტრამპი Apple-ს პროდუქტს ბოიკოტისკენ მოუწოდებდა მანამ, სანამ იგი ხელისუფლებას რადიკალური ისლამისტების მობილურიდან მონაცემებითა და ინფორმაციით არ უზრუნველყოფდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day