Apple თვითმართვად ავტომობილებს გამოუშვებს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კომპანია წლების განმავლობაში ასაიდუმლოებდა ინფორმაციას ახალი პროექტის შესახებ, თუმცა, დეტალებზე კომპანიის ხელმძღვანელმა ტიმ კუკმა Bloomberg-თან ისაუბრა.
„ჩვენ ფოკუსირებული ვართ, მანქანის ავტონომიური სისტემის შექმნაზე. ვფიქრობთ, ეს იქნება "დედა პროექტი" სხვა დანარჩენი პროექტებისთვის. ეს ალბათ ყველაზე რთული ხელოვნური ინტელექტის პროექტია, რომელზეც ვმუშაობთ“,- აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი.
გამოცემის ინფორმაციით, Apple აპირებს საკუთარი მანქანა შექმნას და სპეციალურად ამისთვის 1000 ინჟინერი დაიქირავა.