სარეკლამო სფეროს ყველაზე დიდი მოვლენის კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის - 'კანის ლომების" საერთაშორისო ახალგაზრდული კონკურსი საქართველოში წელსაც ტარდება. 9-10 აპრილსა და 16-17 აპრილს ღონისძიებას ტექნოპარკი უმასპინძლებს.
კონკურსის მნიშვნელობასა და დეტალებზე "საქმიან დილასთან" კანის რეკლამის ფესტივალის წარმომადგენლები საქართველოში აკო ახალაია და ლევან ლეფსვერიძე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ წელს საქართველომ მონაწილეობის უფლება ოთხ კატეგორიაში მოიპოვა.

"კარგია, რომ ჩვენთან წელს ეს ფესტივალი უკვე მეორედ ტარდება. ზოგადად, კანის ფესტივალი უკვე 62 წელს ითვლის. ჩვენ მეორე წელია მასში ვმონაწილეობთ. განსხვავებით წინა წლისა, წელს ოთხ კატეგორიაში შეგვიძლია მონაწილეობის მიღება. ამისთვის განსაკუთრებული მადლობა საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს, რადგან ეს სწორედ მათი მხარდაჭერით შევძელი. ეს კატეგორიებია - დიზაინი, ბეჭდური რეკლამა, ერთ-ერთი დავალებაა ინტერნეტ-კამპანიის დაგეგმვა და მეოთხე კატეგორია მარკეტერების არის. 30 წლამდე მყოფ ნებისმიერი კომპანიის მენეჯერს ბრიფის შევსება შეუძლია. ქართული სააგენტოების მოტივაცია იზრდება. მათ უკვე აღარ უწევთ იმაზე მუშაობა, რომ საქართველოში ვინმე გააოცონ. ჩვენ უკვე მთელი მსოფლიო გვაკვირდება და ნებისმიერი ადამიანი ვინც ამ სფეროში მუშაობს მათთვის მოტივაციაა, რომ ის არა მხოლოდ იმიტომ აკეთებს, რომ ვიღაცამ აქ ხელფასი გადაუხადოს, არამედ ის შეიძლება კანის ფესტივალზე მოხვდეს და გაიმარჯვოს.
რეალურად ჩვენ ახლა იმ ეტაპზე ვართ, როდესაც შეგვამჩნიეს და უნდა დავამტკიცოთ, რომ მართლა შეგვძლებია. თითოეულ კატეგორიას 24 საათი ექნება. როგორც შარშან ასევე იქნება წელსაც, დილით მოვლენ დავალებას მიიღებენ და 24 საათის განმავლობაში ამ შენობაში იქნებიან ყველანაირი პირობით ჩაკეტილები და მათ 24 საათში პროდუქტი უნდა დადონ. სამ კატეგორიაში მთავარია სააგენტო იყოს, ვინაიდან წელს ასეთი კარგი მხარდამჭერი გვყავს, თითო კატეგორიაში დაახლოებით 20 გუნდის ყოლა შეგვიძლია, რაც 40 ადამიანს ნიშნავს. მარკეტერების ნაწილში უფრო მეტიც შეიძლება გვყავდეს,“- აღნიშნა აკო ახალაიამ.

“უნდა ვაჩვენოთ ყველას, რომ არავიზე ნაკლები არ ვართ. პირველად შარშან მივიღეთ მონაწილეობა, გუნდი გავუშვით, რომელმაც საკმაოდ დამაჯერებლად იასპარეზე. საკმაოდ კარგი ჩართულობა იყო. მეორე, რამაც ხელი შეგვიწყო ისაა, რომ ევროპის ყველაზე დიდ და მასშტაბურ რეკლამის ფესტივალზე - “ევრობესტზე“, სადაც მსგავსი ახალგაზრდული კონკურსები ტარდება ხოლმე, შარშან ოქტომბერ-ნოემბერში საქართველომ გაიმარჯვა. ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონი გახდა. მე ოთხივე კატეგორიაზე ოპტიმიზმით ვარ გამსჭვალული. იმიტომ, რომ წელს ზღვარიც ასწიეს, ადრე თუ 28 წლამდე იყო, ახლა 30 წლამდეა. საქართველოს სარეკლამო ინდუსტრია საკმაოდ ახალგაზრდაა. სარეკლამო სააგენტოებში მთავარი კადრები ძირითადად 30 წელს ქვემოთ არიან. ადრე თუ ასე იყო, რომ მომხმარებელი, ან კონკურენტი გავაოცეთ, დღეს უკვე არის მოთხოვნა, რომ მოდი, ხმა მსოფლიოს მივაღწიოთ,“- ამბობს ლევან ლეფსვერიძე.