Home
Category
TV Live Menu

აპრილში კომერციული ბანკების მთლიანმა აქტივებმა 24,6 მილიარდი ლარი შეადგინა

574597f9a0e56
BM.GE
25.05.16 16:17
1063
2016 წლის 1 მაისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 17 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 - უცხოური ბანკის ფილიალით. აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 0.1 მლრდ ლარით, ანუ 0.4 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.3 პროცენტით გაიზარდა) და 24.6 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 3.6 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 14.5 პროცენტია.

Subscribe to our news

Get the main news of the day