2017 წლის აპრილის მონაცემებით საქართველოს 510,594 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 47,450-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +10.2%) .
აპრილის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 222,622 შეადგინა, რაც 50,966-ით მეტია 2016 წლის აპრილის მაჩვენებელზე (ზრდა +29.7%).
2017 წლის აპრილში ყველაზე მეტი ვიზიტი სომხეთიდან (+13.2%), აზერბაიჯანიდან (+7.1%), თურქეთიდან (-19.2%), რუსეთიდან (+16.5%) და უკრაინიდან (+27.2%) განხორციელდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, აპრილში გამოირჩეოდნენ გერმანია +74%, გაერთიანებული სამეფო +51%, ლიტვა +43% და პოლონეთი +26. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან უზბეკეთი +332%, საუდის არაბეთი +207%, ირანი +184%, ინდოეთი +114%, ისრაელი +57% და ამერიკის შეერთებული შტატები +34%.
2017 წლის იანვარი - აპრილის თვის მონაცემებით საქართველოს 1,776,719 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 176,869-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +11.1%)-ია.
იანვარი - აპრილის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 736,265 შეადგინა, რაც 156,087-ით მეტია 2016 წლის იანვარი - აპრილის მაჩვენებელზე (ზრდა +26.9%).