Home
Category
TV Live Menu

აპრილში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციები 32%-ით გაიზარდა

5731f1a718e8a
BM.GE
10.05.16 18:33
1376
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2016 წლის აპრილში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 32.4%- ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 55 882 ერთეული შეადგინა.
 
რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: ა. წ. აპრილში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 76.1%-ს მეორადი, ხოლო 23.9%-ს - პირველადი სა- რეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენს (2015 წლის აპრილში კი, შესაბამისად, 81.0% და 19.0%).

Subscribe to our news

Get the main news of the day