როგორ მუშაობს უზბეკეთის ისტორიაში პირველი სრულიად ციფრული ბანკი, რომელიც თიბიმ ოქტომბრიდან აამუშავა და უკვე სამი მილიონი მომხმარებელიც მოიზიდა. ახალ ბრენდს, რომელიც პანდემიის დროს აპლიკაციით გაეშვა და რომელსაც დღეს უზბეკეთის ბაზარზე არც საბანკო ჩვეული ფილიალი აქვს და არც ბანკომატები და ტერმინალები, უკვე ჰყავს 2000 დეპოზიტარი, ხოლო ფილიალში მთავარ როლს პლანშეტები ასრულებენ, კლიენტთან მომსახურების სპეციალისტები კი, მომხმარებლებს ციფრული სერვისების შესახებ აწვდიან ინფორმაციას და ეხმარებიან დარეგისტრირებაში, სხვა შემთხვევაში ადამიანებს ბანკში ვიზიტი არ უწევთ, რადგან ყველაფერს დისტანციურად აგვარებენ.