თიბისი ბანკმა თბილისში რიგით მეექვსე განახლებული ფილიალი გახსნა, რომელიც ახალი კონცეფციის ფარგლებში შეიქმნა. აქ მომხმარებელს ნებისმიერ საბანკო მომსახურებას თიბისის ერთი თანამშრომელი გაუწევს. ახალ ფილიალში განთავსებულია საცალო, პერსონალური საბანკო და ბიზნეს მომსახურების სივრცეები, ასევე, ნებისმიერ სტუმარს შეუძლია გამოიყენოს საერთო სამუშაო სივრცე.