Home
Category
TV Live Menu
Loading data...

აქსესუარებად გარდაქმნილი ისტორიები და მოგონებები - ნინიკო თორაძე ქალების ნარატივში

BM.GE
12.03.21 12:21
634

„პანდემიის პირველი ტალღისას დახურულები ვიყავით, შემდეგ ადაპტაცია მოვახერხეთ“ - ნინიკო თორაძე „ქალების ნარატივში“

 

-როდის გადაწყვიტეთ ამ საქმის დაწყება?

-დაახლოებით 2 წელია, რაც ამ ბრენდზე დავიწყე მუშაობა. ყოველთვის მიყვარდა ხელნაკეთი აქსესუარების გაკეთება, ახლობლებისთვის საჩუქრების ჩუქება, წერილის დაწერა. ეს თანდათან გადავიდა იმაში, რომ გავაკეთე facebookგვერდი და მოვხვდი საინტერესო პროექტებში. მინდოდა ეს აქსესუარები შთაგონების წყაროც გამხდარიყო.

 

-რას უკავშირდება კომპანიის დაარსების შთაგონება?

-ალბათ, ყოველთვის მაკლდა ეს სიძლიერე და ამან მიბიძგა. ზოგჯერ სოციუმთან დაპირისპირება გვიწვეს, რადგან მათ გარკვეული წარმოდგენები აქვთ იმასთან დაკავშრებით თუ ვინ უნდა ვიყოთ. მე კი მინდა, რომ ჩემს თავს და სხვა გოგონებს ვუთხრა, რომ ყველაფერს შეძლებენ, რასაც მოინდომებენ. 

 

-საიდან დაიბადა ეს იდეა?

-დაახლოებით 6 წლის ვიყავი, როცა პაპამ დამიძახა და მაჩუქა თავისი გაკეთებული ბეჭედი, რომელიც ქარხანაში მუშაობისას დაამზადა და მითხრა, რომ ყველაფრის მიღწევა შემიძლია, შემაგულიანა სხვადასხვანაირად. ამ აქსესუარმა ჩემთვის სიმბოლური მნიშვნელობა შეიძინა. 

 

-მოთხოვნა რამდენად დიდია?

-მახარებს, რომ მოთხოვნა ფიქსირდება.

 

-თქვენი აზრით, საქართველოში ბიზნესის დაწყება რთულია?

-პროცედურულად საკმაოდ მარტივი იყო, რამდენიმე დღეში დავრეგისტრირდი, როგორც ინდივიდუალური მეწარმე.

 

-პანდემიამ თუ იქონია გავლენა ბიზნესზე?

-პირველი ტალღისას, როცა ყველაფერი დაიკეტა, ჩვენც მოგვიწია შეგვეწყვიტა მუშაობა, რადგან გულსაბნევებს ვერ ვამზადებდით. ის პერიოდი დახურულები ვიყავით. შემდეგ ადაპტაცია მოვახერხეთ და ამის მერე მოთხოვნამაც გაიზარდა, რადგან ონლაინ ვაჭრობა გააქტიურდა. ახლა საიტის შექმნაზეც ვმუშაობთ.

 

-დღეს ფიქრობთ რომ ეს ბიზნესი მომგებიანია?

-დიახ, საკმაოდ კარგი ფინანსური მოგება აქვს და გარდა ამისა, მოდის დადებითი ემოციებიც. გულსაბნევებთან ერთად ვწერთ ინდივიდუალურ, ხელნაწერ წერილებსაც.

 

-უცხოელი დამკვეთები თუ გყავთ?

-სამწუხაროდ, ჯერ არა. მაგრამ გვაქვს იმედებიამ მხრივაც.

 

-რა არის თქვენი პირველად პროფესიული არჩევანი?

-სულ მინდოდა ჩემი საქმე მქონოდა, ალბათ ამან მიბიძგა ბიზნესის დაწყებისკენ. განათლებით ვარ ფსიქოლოგი. ემოციებთან მქონდა შეხება. ემოცია და პროდუქტი გვინდა რომ დავაკავშიროთ. აღვნიშნავ, რომ ბრენდის ფარგლებში ახლობლებიც მეხმარებიან. 

 

-რას ელოდები 2021 წლისგან?

-გამოვყოფდი ბრენდის ზრდის საკითხს, ვიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა პროექტებში, ვიღებთ გრანტს და უნდა შევიძინოთ სხვადასხვა აპარატურა.

 



სტუმარი: ნინიკო თორაძე - "ლილიტის" დამფუძნებელი
 
 
 

Subscribe to our news

Get the main news of the day