Home
Category
TV Live Menu

"აქსის თაუერსში" "აგროჰაბი" გაიხსნება

59918dacebce5
BM.GE
14.08.17 15:39
920
აქსის თაუერსში აგროჰაბის ჰიპერმარკეტი განთავსდება. მხარეებს შორის უკვე მოეწერა ხელი მემორანდუმს, რის შედეგადაც ევროპული სტანდარტების აგრო პროდუქტების ჰიპერმარკეტი 2 460 კვ.მ-ზე განთავსდება.

"აქსის თაუერსის” მშენებლობა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე 2015 წელს "თანაინვესტირების ფონდთან" პარტნიორობით განახლდა. კომპლექსი 41 სართულისგან შედგება. მისი სიმაღლე 147 მეტრია და მასში დეველოპმენტის 5 მიმართულება არის გაერთიანებული: საცხოვრებელი, საოფისე, 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, კომერციული და სარეკრეაციო-გასართობი.

აგროჰაბი კი აგროპროდუქტების პირველი ქართული ჰიპერმარკეტია, რომელიც თბილისში გასულ წელს გაიხსნა.

Subscribe to our news

Get the main news of the day