Home
Category
TV Live Menu
Loading data...

აქტივების ნაწილი ივანიშვილმა “ფონდ ქართუზე" გადააფორმა - ვალერი ჩეჩელაშვილი საქმის კურსში

BM.GE
11.01.21 14:33
493
ღია წერილის გამოქვეყნებამდე, ცნობილი გახდა, რომ “პარაგრაფი”, “პანორამა”, “ელიტა ბურჯი” და სხვა აქტივები ბიძინა ივანიშვილმა “ფონდ ქართუზე" გადააფორმა. კერძოდ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში მისი კუთვნილი ბიზნესების და უძრავი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელთაც ოფშორული კომპანიების გავლით ფლობდა, საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” საკუთრებაში გადაიტანა. საჯარო რეესტრში ცვლილებები 2020 წლის დეკემბრის ბოლო დღეებში დარეგისტრირდა. ყველაზე მსხვილი ცვლილება 31 დეკემბერს დარეგისტრირდა, როდესაც “ტურიზმის განვითარების ფონდი”, რომლის საკუთრებაშიც თავისმხრივ “პანორამა თბილისის” მშენებარე ობიექტები და “პარაგრაფ შეკვეთილი” შედიან ქართუ ფონდს გადაეცა. ცვლილებამდე ამ კომპანიების 100%-იან წილს პანამური FRANKSTON INTERNATIONAL S.A. ფლობდა.

სტუმარი: ვალერი ჩეჩელაშვილი - ყოფილი ელჩი რუსეთში; ყოფილი ფინანსთა მინისტრი; რონდელის ფონდი; უფროსი მკვლევარი

Subscribe to our news

Get the main news of the day