Home
Category
TV Live Menu

"არ არის საჭირო მეათეხარისხოვან კონფერენციებზე ნახევარი სამინისტროების დასწრება"

584a9233250cb
BM.GE
09.12.16 15:14
1055
არ არის საჭირო მეათეხარისხოვან კონფერენციებზე ნახევარი სამინისტროების დასწრება, სამწუხაროდ ამას ხშირად ვაწყდებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას რომლის მიხედვითაც თელავის საბავშვო ბაღებში, ბავშვების საკვები რაციონიდან ამოიღეს მნიშვნელოვანი პოდუქტები. პრემიერის შეფასებით, თუ ვინმემ ხარჯების ოპტიმიზაცია „ასე გაიგო, ეს არის დანაშაულებივი ქმედება და ასეთი საჯარო მოხელე, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს პოზიციიდან“.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ხარჯების ოპტიმიზაცია შესაძლებელია ბევრი სხვა მიმართულებით და საქართველოს ისე არ უჭირს რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები მიიღოს. ამასთან მისი თქმით ხარჯების 10%-ით ოპტიმიზაცია ავტომატურად არ ნიშნავს თანამშრომლებისთვის ხელფასების 10%-ით შემცირებას ან უწყებიდან თანამშრომლების 10%-ის გათავისუფლებას, თუმაც პრემიერმა აღნიშნა რომ გარკვეული მიმართულებებით მთავრობას კადრების ოპტიმიზაცია აუცილებლად მოუწევს.

Subscribe to our news

Get the main news of the day