არ არსებობს სარეკლამო აბრა და წარწერა, რომლის გადმოქართულებაც არ შეიძლება-, ამის შესახებ დედაქალაის მერის მოდაგილემ ირაკლი ხმალაძემ მერიაში მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ასე უპასუხა მან bm.ge-ს შეკითხვას, რომ ბიზნესს ლოგოებისა და აბრების გადმოქართულება უჭირს.
ხმალაძე ამბობს, რომ ბიზნესის მხრიდან მსგავსი განცხადებები საწყენია.
"ბიზნესი არ ვიცი რას ამბობს, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვცეთ პატივი ჩვენს ენას და შემდეგ სხვას უნდა მოვთხოვოთ...
ეს არის კატეგორიულად მიუღებელი ტენდენცია. არ არსებობს სარეკლამო აბრა და წარწერა, რომლის გადმოქართულებაც არ შეიძლება. ეს არის ცოტა საწყენი, როცა ასეთ განცხადებას აკეთებენ. ბიზნესის წარმომადგენელი დაგველაპარაკოს, რომელი წარწერის გადმოქართულება არის შეუძლებელი. ქალაქში ძალიან ბევრი ბრენდია განთავსებული და ყველას თარგამნია გაკეთებული",- აცხადებს ირაკლი ხმალაძე.