"ყველაზე ძალიან არ მომწონს, როცა საუბრობენ, რომ არასწორი მოლოდინების გამო გაფუჭდა ლარის კურსი", - ასე აფასებს ბიზნესმენი თემურ ჭყონია ,,საქმის კურსთან’’ ლარის კურსის ბოლოდროინდელ გაუფასურებას. თემურ ჭყონია საზოგადოებაში ნეგატიური მოლოდინების შექმნის საფუძვლად მთავრობის პოლიტიკას მიიჩნევს და პოლიტიკოსებს არაპროფესიონალური განცხადებების გაკეთებისგან თავის შეკავებას ურჩევს.
"ყველაზე ძალიან არ მომწონს, როცა საუბრობენ, რომ არასწორი მოლოდინების გამო გაფუჭდა ლარის კურსი. სახელმწიფოს მოვალეობაც ხომ ისაა, რომ იდეოლოგია შექმნას ისეთი, რომ მცდარი მოლოდინები არ გვქონდეს. არაკონტროლირებადი მოლოდინები არის ძალიან ცუდი. ე.ი იდეოლოგია არ არის სწორი. არავითარ შემთხვევაში არ უნდა აკეთებდნენ არაპროფესიონალურ განცხადებებს პოლიტიკოსები. ფინანსური ანალიზი უნდა გააკეთოს მხოლოდ ფინანსისტებმა. აუცილებელი არ არის ყველაფერზე ისაუბრონ პოლიტიკოსებმა. ზუსტად ეს ქმნის მცდარ მოლოდინებს’’-აცხადებს თემურ ჭყონია.