განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას აზრით, ფაკულტეტებისა და მიმართულებების დაფინასება უნივერსიტეტებში სტუდენტების დასაქმების მაჩვენებელთან მიბმულად უნდა განიხილოს. ასევე მინისტრი აცხადებს, რომ სამინისტრო აქტიურად იმუშავებს უმაღლესი სასწავლებლების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით.
"თუ ერთ სიტყვა უნდა დავარქვათ ჩვენს ოცნებას ეს არის ინტერნაციონალიზაცია, რომელსაც ბევრი განშტოება აქვს. ერთის მხრივ ეს არის მეტი უცხოელი პროფესორი ჩვენთან და მეორეს მხრივ, მეტი ჩვენი სტუდენტი უცხოეთში. ასევე აუცილებლად უნდა მივაბათ დაფინასების სქემა შედეგებს. არ შეიძლება რომ იმ ფაკულტეტზე რომელიც ვერავის ასაქმებს ისევე აფინანსებდე, როგორც იმას რომელიც ყველას ასაქმებს. დასაქემბა ერთადერთი კრიტერიუმი არ არის, მაგრამ ერთ-ერთი ნამდვილად არის. შესაბამისად ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ნაბიჯები გადავდგათ იმისთვის, რომ ფაკულეტეტების და მიმართულებების ფინასება იყოს დაკავშირებული მისი კურსდამთავრებულების წარმატებასთან", - განაცხადა „საქმიან დილასთან“ ინტერვიუში ალექსანდრე ჯეჯელავამ.